პირველი მოდულის რეფლექსია
პირველი
მოდულის ფარგლებში გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს და მოსალოდნელ შედეგებს.
გავეცანით პროექტებით სწავლის სხვადასხვა შესაძლებლობას.
კოლეგების მოლოდინებში გამოიკვეთა ის, რომ პროექტებით
სწავლება დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და სასწავლო პროცესში
მათი აქტიურად ჩართვით უკეთესი შედეგების მიღწევაში.
პროექტებით
მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ ურთიერთანამშრომლობის,ჯგუფური მუშაობის, ინტერნეტის
საშუალებით ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარები.
ამ მოდულში ვისწავლეთ
ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენება.ტრენერის დახმარებით შევქმენით
საქაღალდეები პროექტისთვის საჭირო მასალების შაბლონებით,გავეცანით პროექტის მახასიათებლების
ჩეკლისტს და მის დანიშნულებას,შევისწავლეთ საინფორმაციო ბროშურების დამზადება,შევქმენით
ბლოგები.
Комментариев нет:
Отправить комментарий