воскресенье, 28 февраля 2016 г.

             მეორე მოდულის რეფლექსია
      გავიხსენეთ წინა მოდულში გავლილი აქტივობები. ახალი მოდულის ფარგლებში დავიწყეთ მუშაობა სასწავლო გეგმებზე, განვსაზღვრეთ სტანდარტები და შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტისათვის.
    ვისაუბრეთ  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,რომლებიც მოსწავლეებს გაიყვანს მაღალ სააზროვნო უნარებზე.
    გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.
     განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.

     გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს და შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პრეზენტაციის მონახაზი. განვიხილეთ  power point-ის  პროგრამა,შევისწავლეთ ბლოგზე პოსტის დადება, წაშლა და ჩასწორება.

суббота, 20 февраля 2016 г.

                     პირველი მოდულის რეფლექსია
    პირველი მოდულის ფარგლებში გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს და მოსალოდნელ შედეგებს. გავეცანით პროექტებით სწავლის სხვადასხვა შესაძლებლობას.
კოლეგების მოლოდინებში გამოიკვეთა ის, რომ პროექტებით სწავლება დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და სასწავლო პროცესში მათი აქტიურად ჩართვით უკეთესი შედეგების მიღწევაში.
    პროექტებით მუშაობის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ ურთიერთანამშრომლობის,ჯგუფური მუშაობის, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარები.

       ამ მოდულში ვისწავლეთ ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენება.ტრენერის დახმარებით შევქმენით საქაღალდეები პროექტისთვის საჭირო მასალების შაბლონებით,გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს და მის დანიშნულებას,შევისწავლეთ საინფორმაციო ბროშურების დამზადება,შევქმენით ბლოგები.