суббота, 19 марта 2016 г.

                                                     


                                              მერვე მოდულის რეფლექსია


           ეს იყო  შემაჯამებელი სამუშაო მოდული

воскресенье, 13 марта 2016 г.

                                   
                               
                                         მეშვიდე მოდულის რეფლექსია
         
         მოდულის დასაწყისში გადავხედეთ პროექტის მიზნებსა და შეფასების  სტრატეგიებს. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ სასწავლო გარემოს შექმნაზე,  ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებაზე. გავეცანით საგანმანათლებლო
 რესურსებს და ინფორმაციას მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების
 შესახებ. განვიხილეთ კითხვების დასმის სხვადასხვა ხერხები.
          ჩამოვტვირთეთ და  გადავხედეთ  პრეზენტაციების, პუბლიკაციების,
 ცხრილებისა და ვებრესურსების ნიმუშებს და გავაკეთეთ ჩანიშვნები ჩვენთვის
 საჭირო მასალებზე.
      საბოლოოდ გადავხედეთ პორტფოლიოსთვის შექმნილ მასალებს და
 გავაკეთეთ შეფასება.

суббота, 12 марта 2016 г.

მეხუთე და მეექვსე მოდული

     

                        მეხუთე და მეექვსე მოდულის რეფლექსია

               ამ მოდულში კიდევ ერთხელ განვიხილეთ და შევარჩიეთ სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკები, აგრეთვე გავეცანით და ვიმსჯელეთ ქულების მინიჭების სქემებზე.
     კიდევ ერთხელ განვიხილეთ ჩეკლისტი, გადავხეთ ჩვენი პროექტის ჩეკლისტს, შევიტანეთ შენიშვნები, შევთანხმდით, რომ ყველა ეს სამუშაო ემსახურება 21-ე საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
     კიდევ ერთხელ გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს და დავრწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობაში ყოფილიყო

     შემდეგ ეტაპზე კოლეგებთან წყვილებში მუშაობის დროს ვიმსჯელეთ შეფასების სტრატეგიებსა და რუბრიკებზე, განვიხილეთ და შევიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

     ამ მოდულის ფარგლებში განვიხილეთ ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო წესები.გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და იდეები და საჭირო შემთხვევაში შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.
      განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შევარჩიეთ შეფასების რუბრიკები.

     კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს და პროექტის გეგმას.შესაბამისობაში მოვიყვანეთ სტანდარტები და მიზნები.

суббота, 5 марта 2016 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

    მოდულის დასაწყისში გავეცანით  კოლეგების საპრეზენტაციო ნიმუშებს, ჩავინიშნეთ ჩვენთვის საჭირო  და მივეცით მათთვის საჭირო რეკომენდაციები. განვსაზღვრეთ 21-ე საუკუნის უნარების როლი პროექტებით სწავლების დროს.
       გავეცანით ინტერნეტრესურსებს და გავაკეთეთ მათი გამოყენების მონახაზი კვლევისათვის.
     მოვახდინეთ საჭირო ცვლილებები და გავაკეთეთ ჩანამატები ჩვენი პროექტის პორტფოლიოში.

     გავეცანით საავტორო  უფლებებით  დაცული  მასალების სამართლებრივი ჩარჩოს   დაცვის გამოყენების მეთოდებს.